უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ოლექსანდრ სირსკის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რამდენიმე მიმართულებაზე ერთდროულად წამოიწყო ახალი შეტევითი ოპერაციები.
გენერალი სირსკი აცხადებს რომ ფრონტის 1170 კილომეტრიან ხაზზე ყველაზე რთული სიტუაცია დასახლებების: პოკროვსკისა და კურახივის მიმართულებებზეა. ასევე გრძელდება აქტიური საბრძოლო მოქმედებები კრამატორსკისა და ტორეცკის მიმართულებებზეც.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ასევე ოფიციალურად დაადასტურა რუსეთის როსტოვის ოლქში მდებარე ნოვოშახტინსკის ნავთობპროდუქტების ქარხნის განადგურება, რომელიც კრემლისთვის ერთ-ერთ სტრატეგიულ ობიექტს წარმოადგენდა.
ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებების პარალელურად გრძელდება ევროპელი მოკავშირეების მხრიდან უკრაინის ფინანსური დახმარება.
კვლევითი ორგანიზაცია რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის ვალერი გერასიმოვის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს რომ 2024 წლისთვის მოსკოვმა უკრაინის ტერიტორიის 4500 კვადრატული კილომეტრი დაიკავა თუმცა აქვე აღნიშნულია, რომ თავად კვლევითი ორგანიზაციის საკუთარი მონაცემებით პუტინის არმიამ მხოლოდ 3306 კვადრატული კილომეტრი დაიკავა 2024 წელს.
სამხედრო მიმომხილველთა შეფასებით ზამთარში საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობა დაბალია თუმცა ახლა კრემლი ცდილობს, სანამ ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი ადმინისტრაცია გადაიბარებს მმართველობას, მაქსიმალური შედეგი მიიღონ საბრძოლო მოქმედებებისგან.