პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი უკრაინის ქალაქ ლვივს მოულოდნელად ეწვია. მიმდინარე რუსული აგრესიის განსახილველად ტუსკი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრი კიევს მეტ სამხედრო დახმარებასა და ორ ქვეყანას შორის ახალი სასაზღვრო პუნქტის გახსნას დაჰპირდა.
პოლონეთის ლიდერის ვიზიტი უკრაინისადმი მხარდაჭერის გამომხატველი ნაბიჯია. როგორც ცნობილია, იანვრიდან პოლონეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა იქნება. ტუსკის თქმით, იგი იმუშავებს უკრაინის ნატოში გაწევრებაზე.
„პოლონეთზე რომ იყოს დამოკიდებული პროცესი, ერთ დღეზე მეტი არ გაგრძელდებოდა. შეგიძლიათ ენდოთ ჩვენს დიპლომატიასა და ქმედებებს. შევეცდებით, რომ უკრაინის ნატოში გაწევრების პერსპექტივა რეალური გახდეს. ვაცნობიერებთ, რომ ეს გზა იოლი არ არის“, – ამბობს დონალდ ტუსკი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ დონალდ ტუსკს მკაფიო პოზიციისთვის მადლობა გადაუხადა. აგრეთვე, მან ისაუბრა ევროპის ერთიანობისა და უკრაინის გვერდით დგომის აუცილებლობაზე. მისი თქმით, ევროპის სიძლიერე სწორედ ერთიანობაა, უკრაინაც ძლიერი უნდა იყოს, რომ ევროპამ რუსეთის აგრესიისგან დაიცვას თავი.
„რუსეთის ნდობა შეიძლება? არა! პუტინის ნდობა? არა! ისინი ჩვენ წინააღმდეგ იბრძვიან, გვხოცავენ. შეგვიძლია პუტინის მემკვიდრეს ვენდოთ? დარწმუნებული ვარ, არა. გამოსავალი არ არსებობს. ჩვენ უკრაინაში ვცხოვრობთ და რუსეთთან გრძელი საზღვარი გვაქვს. შესაბამისად, ამ ომიდან უკრაინა ძალიან ძლიერი უნდა გამოვიდეს“, – ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი.
I am pleased to welcome Polish Prime Minister @donaldtusk to Ukraine today, and I am glad that we had an extremely productive and good discussion – our relations remain stable during such challenging times.
It is crucial for Ukraine and Poland to be supportive of each other’s… pic.twitter.com/l4ZieOQADY
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) December 17, 2024
დიპლომატიურ ფრონტზე უკრაინისთვის სულ მალე ბევრი რამ შეიცვლება. იანვარში თეთრ სახლში დაბრუნდება არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. იგი ბაიდენის ადმინისტრაციას იმის გამო აკრიტიკებს, რომ შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გამოყენების ნებართვა გასცა.
ვარშავა იმედოვნებს, რომ მისი თავმჯდომარეობის დროს ევროკავშირსა და უკრაინას შორის პარტნიორობა გაძლიერდება.