ირანმა შეაჩერა ახალი, უფრო მკაცრი კანონის შემოღება, რომელიც ქალებს ჰიჯაბის ტარებას ავალდებულებს, ევრონიუსის ინფორმაციით, თეირანში ეს გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან მიაჩნდათ, რომ კანონპროექტის მიღებას შესაძლოა გამოეწვია მასობრივი პროტესტის განახლება, რაც 2022 წელს მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო.
საკამათო კანონი, რომელიც ირანის პარლამენტმა 2023 წლის სექტემბერში დაამტკიცა, არ გადაეგზავნება მთავრობას ამ კვირაში, როგორც დაგეგმილი იყო.
კანონპროექტი ითვალისწინებს ჯარიმებს ჰიჯაბის “არასწორად ტარების გამო” – “დანაშაულის” პირველი ჩადენისას 800 დოლარს, მეორედ ჩადენისას 1500 დოლარს, ხოლო მესამედ- 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.