მთავარიამერიკააშშ„პუტინს და ზელენსკის შეთანხმება მოუწევთ“ - დონალდ ტრამპი

„პუტინს და ზელენსკის შეთანხმება მოუწევთ“ – დონალდ ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის საკითხის გადაჭრა რთული იქნება. მან ასევე გააკრიტიკა პრეზიდენტი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც აშშ-მ უკრაინას შორი მანძილის რაკეტების გამოყენების უფლება დართო.

„მიმაჩნია, რომ რუსეთ-უკრაინის საკითხი გაცილებით ურთო რთულადაა. ვფიქრობ, რომ მათ რუსეთის ტერიტორიაზე 200 მილის მანძილზე რაკეტების გაშვება არ უნდა დაეშვათ. ვფიქრობ, რომ ეს ცუდი გადაწყვეტილება იყო. ამან საქმეში ჩრდილოეთ კორეა ჩართო. მე ერთადერთი ვარ, ვისაც მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. თუმცა ამ გადაწყვეტილებამ ბევრი ცუდი რამ გამოიღო. ვფიქრობ, რომ ამის საშუალება არ უნდა მიეცათ. განსაკუთრებით ჩემს ძალაუფლებაში მოსვლამდე რამდენიმე კვირით ადრე. მე რატომ არ მკითხეს მე რას ვფიქრობდი. მე მათ ამის გაკეთების საშუალებას არ მივცემდი.

დონალდ ტრამპის განცხადებით ინაუგურაციის შემდეგ ის ეცდება, რომ ომი რაც შეიძლება მოკლე დროში დაასრულოს და ამისთვის უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს შეთანხმებაზე წასვლა მოუწევთ.

“ის მზად უნდა იყოს გარიგებისთვის. უნდა შედგეს გარიგება. ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება. ეს არის ომი. უნდა დადოს გარიგება. პუტინმაც უნდა დადოს გარიგება. მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, პუტინი არ შევიდოდა. მე, რომ პრეზიდენტი არ ვყოფილიყავი ინფლაცია არ გვექნებოდა, ნავთობის ფასები უფრო დაბალი იქნებოდა. მე პუტინთან დადებითი ურთიერთობა მქონდა.“

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend