კატეგორიები

ისრაელმა ღაზის სექტორზე მორიგი საჰაერო იერიში მიიტანა

ისრაელმა ღაზის სექტორზე მორიგი საჰაერო იერიში მიიტანა
გუშინ, 12 დეკემბერს ისრაელმა ღაზის სექტორზე მიიტანა საჰაერო იერიში. დაიჭრა ათობით პალესტინელი, 25 კი დაიღუპა.

ორი საავადმყოფოს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ დაწესებულებაში გადაასვენეს იმ დაღუპულთა ცხედრები, რომლებიც ნუსეირათის ლტოლვილთა ბანაკზე მიტანილ საჰაერო იერიშს ემსხვერპლნენ.

პალესტინელი ექიმების თქმით, ორივე საავადმყოფოში 40 ბავშვი მკურნალობს.

საჰაერო თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი შენობები. იერიში მას შემდეგ განხორციელდა, რაც რამდენიმე საათით ადრე ჯეიკ სალივანმა, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით დამაიმედებელი განცხადება გააკეთა.

 

ისრაელი მიზნად ისახავს, გაანადგუროს „ჰამასი“, რომელიც 2023 წლის ოქტომბერში ისრაელს თავს დაესხა, რის შედეგადაც 1200 ადამიანი დაიღუპა, 250 ადამიანი კი მძევლად აიყვანეს. ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო კი აცხადებს, რომ ღაზაში ისრაელის თავდასხმებს 44 800 პალესტინელი შეეწირა.

Related news
გაეროში აცხადებენ, რომ ღაზაში მცხოვრები პალესტინელები რამადანს მძიმე პირობებში აღნიშნავენ გაერო ისრაელს მოუწოდებს, უზრუნველყოს ღაზის სექტორზე უფრო მეტი წვდომა
სხვა ამბები