კატეგორიები

უკრაინელები ჩრდილოეთკორეელ სამხედროებს დეზერტირობისკენ მოუწოდებენ

უკრაინელები ჩრდილოეთკორეელ სამხედროებს დეზერტირობისკენ მოუწოდებენ
უკრაინის სამხედრო ძალები ბროშურებს ბეჭდავენ და ჩრდილოეთკორეელ ჯარისკაცებს დეზერტირობისკენ მოუწოდებენ.

კიევის სადაზვერვო სამსახურებმა ამაზე მუშაობა მას შემდეგ დაიწყეს, რაც კურსკის რეგიონში ათასობით ჩრდილოეთკორეელი სამხედროს განთავსების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. თავდაპირველად პროექტი გათვლილი იყო რუს ჯარისკაცებზე, რომლებსაც არ სურდათ ომში მონაწილეობა, თუმცა სამიზნე ჯგუფი გაფართოვდა.

„რა თქმა უნდა, ბრძოლა ყველას არ სურს. ყველამ კარგად ვიცით, როგორი საცხოვრებელი პირობებია ჩრდილოეთ კორეაში. სწორედ ამიტომ ბევრისთვის ეს იქნება შანსი, თავი დააღწიოს რეჟიმს და სხვა ქვეყანაში წავიდეს“, – ამბობს ვიტალი მატვინენკო, მოხალისე.

ბროშურების მეშვეობით ჩრდილოეთკორეელებს უხსნიან, როგორი პირობებია მეორე მხარეს და როგორ უნდა დანებდნენ. ამ ბუკლეტებს ისინი თვითმფრინავებიდან ყრიან.

დაკავშირებული ამბები
რუსეთმა უკრაინის ქალაქ ზაპორიჟიაზე მორიგი საჰაერო იერიში მიიტანა რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური საჰაერო იერიში მიიტანა
სხვა ამბები