კატეგორიები

ვატიკანის საიუბილეო წელთან დაკავშირებით რომში განსაკუთრებული მზადებაა

ვატიკანის საიუბილეო წელთან დაკავშირებით რომში განსაკუთრებული მზადებაა

ვატიკანის საიუბილეო დღესასწაულთან დაკავშირებით იტალიის დედაქალაქში განსაკუთრებული მზადებაა. რომში დაახლოებით 35 მილიონ მომლოცველს ელოდებიან. უკვე რამდენიმე თვეა, ქალაქში მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები, კულტურულ მემკვიდრეობას უტარებენ რესტავრაციას, გაჰყავთ გზები და მიმდინარეობს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა.

ოპოზიცია ფიქრობს, რომ ბევრი პროექტი შობის დღესასწაულისთვის ვერ მოესწრება, თუმცა რომის მერი პირობას დებს, რომ ქალაქში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დროულად დასრულდება.

ვატიკანის საიუბილეო დღესასწაულზე რომის პაპის ფრანცისკეს მთავარი გზავნილი იმედისა და ნდობის გაღვივება იქნება.

პაპმა სასულიერო პირებს მოუწოდა, აჩვენონ მაგალითი და დაეხმარონ უსახლკაროებს კრიზისის დაძლევაში.

შობის დღესასწაულზე მომლოცველებისთვის წმინდა პეტრეს ტაძარი ღია იქნება,  მომდევნო დღეებში კი რომის მთავარი ბაზილიკის კარიც გაიღება.

Related news
პაკისტანისა და ავღანეთის ძალებს შორის, საზღვრისპირა რეგიონებში შეტაკებებია „მნიშვნელოვან პროგრესი“ - დასრულდა აშშ-ირანის მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი
სხვა ამბები