კატეგორიები

უკრაინელი სამხედრო მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ კურსკში დაკავებული ტერიტორიის 40% დაკარგეს

უკრაინელი სამხედრო მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ კურსკში დაკავებული ტერიტორიის 40% დაკარგეს
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინას კურსკის ოლქში პოზიციების დათმობა უწევს. უკრაინელი სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, დაკავებული ტერიტორიის 40% უკვე დაკარგულია.

რუსეთმა კურსკის ოლქში ათასობით ჯარისკაცი განალაგა მას შემდეგ, რაც უკრაინის სამხედრო ძალებმა რეგიონს მოულოდნელად შეუტიეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გეგმა მომავალი წლის 20 იანვრისთვის უკრაინის ჯარების კურსკიდან გაძევებაა.

შესაბამისი რუსული სპეცსამსახურები ავრცელებენ ვიდეოკადრებს, რომლებშიც ჩანს, როგორ უბრუნდებიან კურსკის მცხოვრებლები საკუთარს სახლებს. როგორც ცნობილია, აგვისტოში კურსკის ოლქიდან 120 000-მა ადგილობრივმა დატოვა ტერიტორია.

გასულ კვირას რუსეთ-უკრაინას შორის მასშტაბური შეტაკებები იყო. კიევში ამბობენ, რომ სამწლიანი ომის შემდეგ დაიწყო ახალი ფაზა, რომელიც საზოგადოებაში შიშსა და გაურკვევლობა აჩენს.

Related news
უნგრეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობა მწვავდება რუსეთმა უკრაინის ქალაქ მიკოლაივზე დრონებით იერიში მიიტანა
სხვა ამბები