მთავარიამერიკააშშცნობილია ახალი კანდიდატი აშშ-ის გენერალური პროკურორის თანამდებობაზე

ცნობილია ახალი კანდიდატი აშშ-ის გენერალური პროკურორის თანამდებობაზე

გუშინ, 21 ნოემბერს კონგრესმენმა მეტ გეცმა, რომელიც დონალდ ტრამპმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარადგინა, საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. ამის შესახებ განცხადება მან პლატფორმა X-ზე გააკეთა და აღნიშნა, რომ მიუხედავად დიდი მხარდაჭერისა, მას არ სურს, დონალდ ტრამპისა და ჯეი დი ვანსის მუშაობა შეაფერხოს.

 

მეტ გეცი ტრამპის მიერ წარდგენილი მორიგი კანდიდატია, რომელმაც დიდი კამათი გამოიწვია სენატორებს შორის.

საზოგადოებას ბევრი კითხვა აქვს მისი წარსულის შესახებ. ზოგიერთი ქალი მას მისი კონგრესმენობის დროს სქესობრივი კავშირისთვის თანხის გადახდაში სდებდა ბრალს. მსგავსი საჩივრით ორმა ქალმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ეთიკის კომიტეტსაც მიმართა.

მეტ გეცის კანდიდატურას აკრიტიკებდნენ თავად რესპუბლიკური პარტიის სენატორებიც, რაც აჩენდა ეჭვს, რომ ის სენატის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებდა.

“თავიდანვე შეშფოთებული ვიყავი, ბრალდებების მიუხედავად, მისი კანდიდატურა რომ წარადგინეს. თუმცა ეს კიდვე უფრო მნიშვნელოვანს ხდის, რომ მან სენატში შესაბამისი პროცედურა გაიაროს, რათა დავრწმუნდეთ, რომ მისი წარსულის შესახებ სრული ინფორმაცია გვაქვს და ამ ინფორმაციის საჯაროდ განხილვას შევძლებთ“, – ამბობს სიუზენ კოლინზიმეინის სენატორი.

მეტ გეცის განცხადებიდან რამდენიმე საათში დონალდ ტრამპმა წარადგინა ახალი კანდიდატი პემ ბონდი, რომელიც ფლორიდის ყოფილი და აგრეთვე, პირველი ქალი გენერალური პროკურორია.

პემ ბონდი დონალდ ტრამპის დიდი ხნის მოკავშირეა და პირველი იმპიჩმენტის დროს სასამართლოში მისი ადვოკატი იყო. მაშინ ტრამპს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ედებოდა ბრალი.

„დონალდ ტრამპი ძალიან ბევრს მუშაობს, რათა საუკეთესო ადამიანების გარემოცვაში იყოს. ძალიან ამაყი ვარ, რომ ამ გუნდის წევრი ვარ“, – ამბობს პემ ბონდი.

რამდენად დაუჭერენ მხარს გენერალური პროკურორის ახალ კანდიდატურას სენატორები, ჯერჯერობით უცნობია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend