ესპანეთის პრემიერ მინისტრი პედრო სანჩესი 21 ნოემბერს პალესტინის პრემიერ-მინისტრს მოჰამედ მუსტაფას მონკლოას სასახლეში შეხვდა.
ეს პირველი შეხვედრაა მას შემდეგ, რაც ექვსი თვის წინ ესპანეთმა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებმა ახლო აღმოსავლეთში გამწვავებული კონფლიქტის ფონზე ოფიციალურად აღიარეს პალესტინის სახელმწიფო.
ორმა სახელმწიფომ ხელი მოაწერა რამდენიმე ხელშეკრულებას, რომლებიც შრომის, განათლების, ახალგაზრდობისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავს მიზნად.
მარეგულირებელი ანალიზისა და ზემოქმედების საკითხების ექსპერტი ალექს კორტესი, რომელიც ევრონიუსს ესაუბრა, მიიჩნევს, რომ შეხვედრას, შესაძლოა განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდეს:
„ეს შეესაბამება მთავრობის საერთაშორისო დღის წესრიგს, თუმცა საერთაშორისო გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ეს ძალიან სერიოზული შეხვედრაა“, – განაცხადა კორტესმა.
კორტესი დასძენს, რომ ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პალესტინისთვის, არამედ ესპანეთისთვის და ქვეყნის საერთაშორისო სტრატეგიისთვის. მისი აზრით, აუცილებელია წინდახედულობა და საღი აზრი, როდესაც საქმე საერთაშორისო პოლიტიკას ეხება. ალექს კორტესმა ასევე ყურადღება გაამახვილა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იმ ქვეყნების გვერდით დგომა, რომლებიც იცავენ დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას.
ამ შემთხვევაში მისი კომენტარი ეხებოდა ისრაელს. იგი არ ეთანხმებოდა იმას, რომ ესპანეთმა კონფლიქტში მონაწილე ორი მხარიდან მხოლოდ ერთს დაუჭირა მხარი. შეხვედრაზე ასევე ესწრებოდნენ ქვეყნის ვიცე-პრემიერი და დასაქმების მინისტრი იოლანდა დიასი, საგარეო საქმეთა მინისტრი ხოსე მანუელ ალბარესი, შინაგან საქმეთა მინისტრი ფერნანდო გრანდე-მარლასკა, განათლების მინისტრი და მთავრობის წარმომადგენელი პილარ ალეგრია და ახალგაზრდობისა და ბავშვთა მინისტრი სირა რეგო. პალესტინის პრემიერ-მინისტრს კი თან ახლდა დიდი დელეგაცია, მათ შორის იყვნენ შრომის, შინაგან საქმეთა და განათლების მინისტრები.
19 სექტემბერს პედრო სანჩესმა მონკლოას სასახლეში ასევე მიიღო პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი, ეს იყო პირველი ოფიციალური შეხვედრა იმ დოკუმენტის ძალაში შესვლიდან, რომლის მიხედვით, ესპანეთი პალესტინის სახელმწიფოს აღიარებდა. პალესტინის სახელმწიფოს აღიარება პედრო სანჩესი პალესტინის მტკიცე მხარდამჭერია.
მიმდინარე წლის მაისში მან მინისტრთა საბჭოს მიერ პალესტინის სახელმწიფოს ოფიციალური აღიარების შესახებ განუცხადა. მან აღნიშნა, რომ ესპანეთი უერთდება 140-ზე მეტ ქვეყანას, რომლებიც უკვე აღიარებენ პალესტინას, როგორც სახელმწიფოს. სხვა ევროპულ ქვეყნებმაც, მაგალითად, ირლანდიამ და ნორვეგიამ, ღაზაში კონფლიქტის მოგვარების მცდელობის მიზნით აღიარეს პალესტინის სახელმწიფოებრიობა.
ესპანეთის ამ გადაწყვეტილებამ ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუარესებაა გამოიწვია. ისრაელის დიპლომატიურმა კორპუსმა ქვეყანა მაშინვე დატოვა. სექტემბერში ესპანეთში ვიზიტის დროს მაჰმუდ აბასი მოითხოვდა, ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო კონფერენცია მადრიდში ჩატარებულიყო, როგორც ცნობილია 1991 წელსაც მადრიდში გაიმართა კონფერენცია, რომლის მიზანი რეგიონში სამშვიდობო პროცესის დაწყება იყო.