შოპენის უცნობი ნაწარმოები მისი გარდაცვალებიდან თითქმის 200 წლის შემდეგ, ნიუ იორკის მორგანის ბიბლიოთეკაში აღმოაჩინეს.
ნამუშევარი მუზეუმის კურატორმა, გასული წლის მაისში კოლექციის გადახარისხების დროს იპოვა. თუმცა იყო კამათი მისი ნამუშევრის ავთენტურობის შესახებ. მელნისა და ქაღალდის შემოწმების შემდეგ კი დადგინდა, რომ ეს ნაწარმოები ნამდვილად შოპენს ეკუთვნოდა.
“ეს არის მე-19 საუკუნის კომპოზიტორის ფრედერიკ შოპენის ხელნაწერი. ის ძალიან მცირე, სულ რაღაც ერთ გვერდიანი ნაწარმოებია. ხელნაწერი გასული წლის მაისში აღმოვაჩინე მორგანის ბიბლიოთეკის კოლექციაში. ასეთი აღმოჩენები ძალიან იშვიათია”, – ამბობს მორგანის ბიბლიოთეკისა და მუზეუმის მუსიკალური განყოფილების კურატორი, რობინზონ მაკლელანი.
ფრედერიკ შოპენი პოლონეთში დაიბადა და ის ადრეული ასაკიდანვე ითვლებოდა მუსიკის გენიოსად. 1849 წელს 39 წლის ასაკში კომპოზიტორი პარიზში გარდაიცვალა.
” იცით ეს აღმოჩენა როგორია? აი მაგალითად, იმის მსგავსი – დრამატურგმა შექსპირის ახალი ნამუშევარი იპოვოს, მწერალმა კი დიკენსის ახალი ნაწარმოები აღმოაჩინოს”,- ამბობს ჯულიარდის სკოლის მუსიკალური ფაკულტეტის დეკანი დევიდ ლუდვიგ.
შოპენის აქამდე უცნობი ვალსი მორგანის მუზეუმის კოლექციას შეემატა …