6 მილიონ 200 ათას დოლარად გაიყიდა ბანანის ინსტალაცია, სახელწოდებით „კომიკოსი”. ვერცხლისფერი წებოვანი ლენტით კედელზე მიკრული ბანანის ინსტალაცია იტალიელმა ხელოვანმა მაურიციო კატელანმა 2019 წელს შექმნა.
ნამუშევრის საწყისი ფასი 800,000 დოლარი იყო. ნიუ-იორკში ხელოვნების აუქციონზე ის საბოლოოდ 6 მილიონ 200 ათას დოლარად იყიდა კრიპტოვალუტის პლატფორმის TRON-ის დამფუძნებელმა ჯასტინ სანმა.
ინსტალაციისთვის ბანანი რამდენიმე დღეში ერთხელ იცვლება. ქართველმა არტისტმა დავით დათუნამ ერთ-ერთი ბანანი 2019 წელს მაიამიში თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში კედლიდან მოხსნა და შეჭამა.
მან ამ პერფორმანსს „მშიერი არტისტი” უწოდა და განაცხადა, რომ მას შეუძლია შეჭამოს ბანანი და ბანანის კონცეფცია, რადგან ამის უფლბას ხელოვანის სტატუსი აძლევს.