მთავარიამერიკააშშათასობით მიგრანტი აშშ-ში შესვლას ცდილობს

ათასობით მიგრანტი აშშ-ში შესვლას ცდილობს

დაახლოებით 1500 მექსიკელი მიგრანტი შეერთებული შტატების საზღვრისკენ მიემართება. მათ ამერიკაში შესვლა დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე სურთ, რადგან ტრამპმა საარჩევნო კამპანიის დროს პირობა დადო, რომ დაიწყებს საზღვრების დაკეტვასა და მიგრანტების დეპორტაციას.

მიგრანტებმა დატოვეს სასაზღვრო ქალაქი ტაპაჩულა, სადაც მათ სამუშაო ადგილების არარსებობის გამო გაუსაძლის პირობებში უწევდათ ცხოვრება.

დონალდ ტრამპის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებამ მილიონობით მიგრანტს შეუცვალა გეგმა.

ტრამპმა განაცხადა, რომ  დაასრულებს  აშშ-ის პროგრამას, სახელწოდებით  „აშშ-ს საბაჟო და საზღვრის დაცვა“, რომელიც  გარკვეულ შვებას აძლევდა თავშესაფრის მაძიებლებს აშშ-მექსიკის საზღვარზე.

23 წლის ვენესუელელი მიგრანტი  იოცელი პენია ამბობს, რომ  ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ მიგრანტების მდგომარეობა გართულდება.

ეს უკვე მეექვსე ქარავანია, რომელიც სამხრეთ საზღვარს ორ თვეზე ნაკლებ დროში ტოვებს.

ბოლო წლებში სულ უფრო მეტი მიგრანტი ცდილობს  აშშ-ის საზღვრის გადაკვეთას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend