კატეგორიები

აშშ-ის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ისრაელმა და „ჰეზბოლამ“ შესაძლოა სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიონ

აშშ-ის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ისრაელმა და „ჰეზბოლამ“ შესაძლოა სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიონ

შეერთებული შტატების წარმომადგენელი ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის  ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს. მისი თქმით, მხარეებმა შესაძლოა მიაღწიონ შეთანხმებას.  ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელი აცხადებს, რომ „ჰეზბოლამ“ დადებითად უპასუხა შეთავაზებას, რომელიც  სამხრეთ ლიბანში გაეროს ბუფერული ზონიდან მათი მებრძოლებისა და ასევე ისრაელის სახმელეთო ძალების გაყვანას ითვალისწინებს.

ასეთი სცენარის მიხედვით, ბუფერულ ზონაში კონტროლის მიზნით  დამატებით განთავსდებიან გაეროს მშვიდობისმყოფელები და ასევე ლიბანელი სამხედროები. თუმცა მიუხედავად შეერთებული შტატების წარმომადგენლის პოზიტიური განწყობისა, ზავთან დაკავშირებული ტექნიკური დეტალები ჯერ კიდევ გადაუჭრელია.

ისრაელი, სავარაუდოდ, მოითხოვს, ორ ქვეყანას შორის ბუფერული ზონის გასწვრივ საზღვრის გაძლიერებას, მათ შორის „ჰეზბოლას“ საფრთხის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების ჩატარების შესაძლებლობას.

ლიბანი კი, სავარაუდოდ, შეეწინააღმდეგება მსგავს აქტივობებს ბუფერული ზონის გასწვრივ, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, გაეროს მშვიდობისმყოფელებზე მიიტანეს იერიში.

Related news
დასავლეთ სანაპიროზე ისრაელელებმა პალესტინელების ათეულობით სახლი და სხვა ნაგებობა დაანგრიეს ისრაელის პრეზიდენტი იცხაკ ჰერცოგი ავსტრალიის პრემიერს ენტონი ალბანესს შეხვდა
სხვა ამბები