მთავარიმსოფლიო„მოუსმინე მომავალს“- დღეს მსოფლიოს ბავშვთა დღე აღინიშნება

„მოუსმინე მომავალს“- დღეს მსოფლიოს ბავშვთა დღე აღინიშნება

დღეს 20 ნოემბერს მსოფლიოს ბავშვთა დღე აღინიშნება, წელს ამ დღის მთავარი გზავნილია „მოუსმინე მომავალს“, რაც ხაზს უსვამს საზოგადოებაში ბავშვების როლს და მათი უფლებების დაცვის საჭიროებას მიმდინარე კრიზისების ფონზე

წელს გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოში ყურადღებას ამახვილებს ბავშვებში იმ უნარების განვითარებაზე, რაც მათ პიროვნული სრულყოფისა და განვითარებისთვის, დასაქმებისთვის, სოციალური ჩართულობისა და აქტიური მოქალაქეობისთვის სჭირდებათ.

გაეროს ბავშვთა ფონდის მთავარ, ყოველწლიურ ანგარიშში წერია, რომ ბავშვების მომავალი საფრთხეშია, თუ არ მიიღებენ გადამჭრელ ზომებს ბავშვთა უფლებების დასაცავად ამ ცვალებად სამყაროში.

გაეროს ბავშვთა ფონდში ამბობენ, რომ ბავშვები მზად უნდა იყვნენ გამოწვევებთან გამკლავებისთვის და მათ უნდა ჰქონდეთ მომავლის ისეთი უნარები, როგორებიცაა: წიგნიერება, მრავალენოვნება, მათემატიკური, ციფრული და ტექნოლოგიური ცოდნა და ა.შ. ამასთან ერთად, საქართველოში ბავშვები ბევრი გამოწვევის წინაშე დგანან, ექსპერტები ამბობენ, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ბავშვთა სიღარიბეა.

ასევე, გამოწვევაა ბავშვთა კვება სკოლაში, უთანასწორობა ქალაქსა და სოფელში მცხოვრებ ბავშვებს შორის, ბავშვთა მიმართ ძალადობა, ნაადრევი ქორწინება და სხვა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend