კატეგორიები

ისრაელი ლიბანში საომარ მოქმედებებს განაგრძობს

ისრაელი ლიბანში საომარ მოქმედებებს განაგრძობს

ბეირუთზე ისრაელის საჰაერო თავდასხმას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას დაჭრილებისა და დაშავებულების შესახებ ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ისრაელის სამიზნე ლიბანის სამთავრობო და დიპლომატიური შენობები იყო.

აშშ-ის წარმომადგენელი ამოს ჰოხშტეინი ომით განადგურებულ ქალაქში 19 ნოემბერს  ჩავიდა. მისი მიზანია, დიპლომატიური გზით გადაწყვიტონ კონფლიქტი.

ამოს ჰოხშტეინი, აშშ-ის წარმომადგენელი ლიბანში, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის უფროსი მრჩეველი, ესაუბრება ლიბანის პარლამენტის თავმჯდომარეს, ბეირუთი, ლიბანი, 19 ნოემბერი, 2024 წელი Copyright AP Photo/Hassan Ammar

ისრაელის სამხედროებმა გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც აცხადებდნენ, რომ ისრაელელი ჯარისკაცები სამხედრო ოპერაციას ატარებენ სამხრეთ ლიბანში.

ისრაელის არმიის ცნობით, მათ იპოვეს იარაღის საწყობი, რომელშიც იყო საბრძოლო მასალა, ცეცხლსასროლი იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერებები.

დაკავშირებული ამბები
ბენიამინ ნეთანიაჰუ იმეორებს, რომ ვიდრე იგი ისრაელის პრემიერ-მინისტრია, ირანი ბირთვულ იარაღს ვერ შექმნის აშშ-ირანის ურთიერთგაგების მემორანდუმს ნეთანიაჰუს სრული მხარდაჭერა არ აქვს
სხვა ამბები