მთავარიმსოფლიოვლადიმერ პუტინმა განახლებული ბირთვული დოქტრინა დაამტკიცა

ვლადიმერ პუტინმა განახლებული ბირთვული დოქტრინა დაამტკიცა

ვლადიმერ პუტინმა ბირთვული შეკავების სფეროში რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლები დაამტკიცა. დოკუმენტში, აღნიშნულია, რომ რუსეთისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ პოტენციური მტრის აგრესიის შეკავება ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში რუსეთს შეუძლია ბირთვული იარაღი გამოიყენოს.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ დოქტრინა გადაიხედა, რათა იგი არსებულ ვითარებას შეესაბამებოდეს. დოქტრინის გადახედვას წინ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის გადაწყვეტილება უძღოდა. ჯო ბაიდენმა უკრაინას პირველად დართო ნება, გამოიყენოს აშშ-ის მიერ მიწოდებული შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე.

„ბირთვული შეკავება მიზნად ისახავს პოტენციური მოწინააღმდეგის მიერ იმის გაგებას, რომ რუსეთის ფედერაციის ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში საპასუხო მოქმედებები გარდაუვალი იქნება.

რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ აგრესია ნებისმიერი არაბირთვული სახელმწიფოს მიერ ბირთვული სახელმწიფოს ჩართულობითა და მხარდაჭერით ერთობლივ თავდასხმადაა მიჩნეული“, – ამბობს დიმიტრი პესკოვი, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend