მთავარიევროპაუკრაინარუსების თავდასხმების გამო ოდესას ელექტროენერგია არ მიეწოდება

რუსების თავდასხმების გამო ოდესას ელექტროენერგია არ მიეწოდება

რუსებმა იერიში მიიტანეს ქალაქ ოდესის  კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე.

ორი დღეა, მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება,  მთელ რეგიონში დაწესდა გრაფიკი. ზოგიერთი დაწესებულება კი გენერატორებზე გადაერთო.

ოდესის მკვიდრთ იმედი აქვთ, რომ ელექტროენერგიის მიწოდება მალე აღდგება. მათ  საღამოს შვიდ საათამდე არც წყალი ჰქონდათ.

მთელ ქალაქში მოუწყო სპეციალური პუნქტები, სადაც მოქალაქეებს სასმელი წყლით, ელექტროენერგიითა და გათბობით უზრუნველყოფენ.

ოდესის რეგიონის საგანგებო სამსახურის სპიკერი მარინა ავერინა ამბობს, რომ  საჭიროების შემთხვევაში 5 წუთში რთავენ გენერატორებს. უკრაინის საგანგებო სამსახურმა  ოდესასა და მთელ რეგიონში,  სახანძრო სამსახურის ტერიტორიებზე, 45 ასეთი პუნქტი მოაწყო

24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend