მთავარიევრონიუს ჯორჯიას სტუმარიმეწარმე ქალების გამოფენა

მეწარმე ქალების გამოფენა

23 ნოემბერს საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“ უკვე მესამედ ადგილობრივ მეწარმე ქალთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლებს.

გამოფენაზე მისულ დამთვალიერებელს 145 მეწარმე ქალი საკუთარ ნაწარმს წარუდგენს, მათ შორის იქნება საკვები, ღვინო, სათამაშოები და აქსესუარები, სუვენირები, ხელნაკეთი ნივთები, სადღესასწაულო პროდუქცია და სხვა.

მეწარმე ქალთა შორის იქნებიან ლტოლვილი ქალები უკრაინიდან და სხვა ქვეყნებიდან. ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის ანალიტიკოსმა, ელენე გაბელაიამ და EBRD-ის მეწარმე ქალთა პროგრამის კოორდინატორმა, ირაკლი თოლორაიამ ისაუბრეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend