მთავარიევროპაუკრაინარუსეთის შეიარაღებული ძალები აძლიერებენ შეტევებს აღმოსავლეთის ფრონტზე

რუსეთის შეიარაღებული ძალები აძლიერებენ შეტევებს აღმოსავლეთის ფრონტზე

რუსული ძალები ცდილობენ, გაარღვიონ უკრაინელთა თავდაცვის ხაზი დონეცკის რეგიონში კურახოვესა და პოკროვსკის დასახლებების მიმართულებით.

გადაღებული კადრებისა და ადგილზე მყოფი უკრაინული სამხედროების მიერ მომზადებული ანგარიშების მიხედვით, რუსეთის შეიარაღებული ძალები ორი მექანიზებული დანაყოფით კურახოვეს სამხრეთით წინ მიიწევენ.

ისინი დაწინაურდნენ დალნეს ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით და ასევე ქალაქის აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე მინდვრებში.

ვაშინგტონში დაფუძნებულმა ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა (ISW) განაცხადა, რომ რუსეთის წინსვლა დალნეს მახლობლად, სავარაუდოდ, მიზნად ისახავს გზატკეცილის გასწვრივ ვუჰლედარის ჩრდილოეთით დასახლებული იმ პუნქტების გვერდის ავლას, რომლებიც მათთვის დაბრკოლებას წარმოადგენს.

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ დალნეს მიმართულებით და დასახლების დასავლეთით რუსეთის შემდგომმა წინსვლამ  შესაძლოა, უკრაინული ძალები აიძულოს, დატოვონ პოზიციები ვუჰლედარის ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით.

ეს კი საშუალებას მისცემს რუსულ ძალებს, წინააღდეგობის გარეშე წაიწიონ წინ  მაგისტრალის გასწვრივ და შემდგომ სამხრეთიდან წნეხის ქვეშ მოაქციონ უკრაინელთა პოზიციები კურახოვეში.

ზაფხულში კრემლმა მთელი ძალისხმევა მიმართა პოკროვსკისკენ, რომელიც დონეცკის რეგიონის დასავლეთ ნაწილში მნიშვნელოვან ლოგისტიკურ ცენტრს წარმოადგენს. რუსულმა ძალებმა აგვისტოში ახლომდებარე ქალაქი ნოვოჰროდივკა დაიკავეს და ამჟამად პოკროვსკიდან 7 კილომეტრზე ნაკლებ მანძილზე იმყოფებიან. კიევმა ამ მიმართულებაზე რუსეთის წინსვლის შესაჩერებლად დამატებითი ძალები გაგზავნა.

რუსულმა ძალები, სავარაუდოდ,  გააძლიერებენ თავდასხმებს ზაპორიჟიაზე

უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ რუსეთმა ახლო მომავალში შესაძლოა გააძლიეროს თავდასხმები ზაპორიჟიაზე.

უკრაინის ტავრიისკის ძალების ჯგუფის პრესსპიკერმა, პოლკოვნიკმა ვლადისლავ ვოლოშინმა განაცხადა, რომ რუსული ძალები ოკუპირებული ზაპორიჟიის პოზიციებზე გაწვრთნილ შემტევ დანაყოფებს განალაგებენ.

თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, რას აპირებენ  რუსი სამხედროები – ერთიან შეტევით ოპერაციას თუ ცალკეულ თავდასხმებს.

ვოლოშინის თქმით,  შეინიშნება რუსული ძალების კონცენტრაცია კამიანსკესთანრობოტინეს ჩრდილო-დასავლეთით და ზაპორიჟიის სამხრეთით, ჰულიაიპოლესთან, რომელიც რობოტინეს ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს.

ბოლო ინფორმაციით, მოსკოვმა გასული ორი-სამი კვირის განმავლობაში სამხრეთ უკრაინაზე 30-იდან 40%-მდე გაზარდა საჰაერო დარტყმების რაოდენობა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend