ისრაელელი ჯარისკაცები ღაზაში საომარ მოქმედებებს განაგრძობენ. პალესტინელი მაშველების განცხადებით, ისრაელმა გაეროს მიერ მართულ თავშესაფარზე მიიტანა იერიში, რომელსაც 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხედრო ოპერაციის შემდეგ განაცხადეს, რომ სკოლას, რომელიც პალესტინელებისთვის თავშესაფრად იყო გადაქცეული, ,,ჰამასი“ ისრაელზე თავდასხმების დასაგეგმად იყენებდა.
ისრაელელი სამხედროების თქმით, მათ, შესაბამისი ზომები მიიღეს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა ნაკლებად დაზარალებულიყო.
ბოლო თვეების განმავლობაში ისრაელმა ათობით საჰაერო იერიში მიიტანა იმ თავშესაფრებსა და სკოლებზე, რომლებსაც ასობით ათასი პალესტინელი დროებით საცხოვრებლად იყენებდა.
Without @UNRWA in #Gaza and the #WestBank, an entire generation will be denied the right to education.
It is our collective responsibility to act in defense of their future.
Full statement by @UNLazzarini to the UN General Assembly: https://t.co/Bc7sqNWFRU https://t.co/u3QmyvTibe
— UNRWA (@UNRWA) November 6, 2024
ისრაელმა გააფართოვა თავისი ერთთვიანი სახმელეთო ოპერაცია ჩრდილოეთ ღაზაში, რომელიც ძლიერად იბომბებოდა ომის პირველივე დღეებიდან.
ისრაელელი სამხედროების მიერ გავრცელებული განცხადებით, მათ დაზვერვის სამსახურისგან შეიტყვეს, რომ ბეით-ლაჰიას რეგიონში პალესტინელი მებრძოლები იყვნენ განთავსებული. ისრაელმა სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ამ ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაცია.
ოქტომბრის დასაწყისში ისრაელის სამიზნე ჯაბალიაში ლტოლვილთა ბანაკიც იყო.
პალესტინის ოფიციალური პირების თქმით, ისრაელის საპასუხო ოპერაციას ღაზაში 43 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა