რეგიონული გუბერნატორის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს უკრაინის ქალაქ ზაპორიჟიაზე, დაიღუპა ექვსი ადამიანი. შემთხვევის ადგილას გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავდნენ მოქალაქეები. რუსეთი ასევე თავს დაესხა ხარკივის საცხოვრებელ უბანს, რის შედეგადაც ხუთსართულიანი კორპუსი დაზიანდა. ბოლო რამდენიმე კვირაა, რუსები აქტიურად ესხმიან თავს ამ ქალაქების საცხოვრებელ რაიონებს. გასულ უქმეებზე ხარკივზე მიტანილი იერიშის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის კურსკის რეგიონში, ბრძოლის ველზე, უკვე გამოჩნდა 11 000 ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცი. უკრაინის პრეზიდენტი მოკავშირეებისგან უფრო ძლიერ მხარდაჭერას მოითხოვს.
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ შეტაკებები უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და ჩრდილოეთკორეელ ჯარისკაცებს შორის მსოფლიოში არასტაბილურობის ახალ ტალღას წარმოქმნის.