მთავარიამერიკააშშმიგრანტებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები აშინებთ

მიგრანტებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები აშინებთ

აშშ-ში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე, მიგრანტები შიშობენ, რომ შესაძლოა მიგრაციის კანონი შეიცვალოს და ისინი სახლში დააბრუნონ. ყოველდღიურად აშშ-მექსიკის საზღვარზე ათასობით ადამიანი თავშესაფრისთვის აშშ-ში შესვლას ელის და ცივ ამინდს უძლებს.

19 წლის ესტეფანია რამოსმა თავისი სამშობლო, გვატემალა კრიმინალური დაჯგუფებების მიერ მისი ქმრის მოტაცების შემდეგ დატოვა. მას არასდროს წარმოედგინა, რომ ორსული ქვეყნიდან სიცოცხლის გადასარჩენად გაიქცეოდა. ახლა ის შეშფოთებული თვალს ადევნებს აშშ-ის არჩევნებს.

„მე უნდა გადავრჩე არა მარტო საკუთარი თავისთვის, არამედ ჩემი ქალიშვილისთვისაც. რა უნდა ვქნათ მათ, ვისაც აშშ-ში ოჯახი არ გვყავს, ხოლო სამშობლოში სერიოზული პრობლემები გვაქვს? მეშინია, რომ ჩემს შვილს წამართმევენ. მინდა, რომ ბევრმა გამოცადოს ის, რასაც განვიცდით, რადგან ამის შემდეგ აუცილებლად დაგვეხმარებოდნენ“, – ამბობს ესტეფანია რამოსი.

ზოგიერთ მიგრანტის თქმით, ისინი ლოცულობენ, რათა დეპორტაცია თავიდან აიცილონ.

აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურმა დღეს, ექვს ნოემბერს, განაცხადა, რომ მიგრაციის კანონში ცვლილებები არ იგეგმება.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:29
spot_imgspot_img
Send this to a friend