მთავარიაზიაისრაელიპალესტინელი ოფიციალური პირები დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრებ ისრაელელებს თავდასხმაში ადანაშაულებენ

პალესტინელი ოფიციალური პირები დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრებ ისრაელელებს თავდასხმაში ადანაშაულებენ

პალესტინელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე ჩასახლებული ისრაელელები ღამით თავს დაესხნენ მათ უბნებს და ცეცხლი წაუკიდეს ავტომობილებსა და მათ ქონებას.

ელ-ბირაზე თავდასხმის შედეგად, რომელიც რამალასთან ახლოს მდებარეობს, დამწვარია 18 ავტომობილი. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ისრაელის პოლიცია, რომელიც დასავლეთ სანაპიროზე წესრიგს უზრუნველყოფს, აცხადებს, რომ მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. იქ მცხოვრები ისრაელელების თავდასხმები პალესტინელებზე მას შემდეგ გახშირდა, რაც ღაზაში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავდროულად, პალესტინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო ისრაელის გადაწყვეტილება, შეწყვიტოს შეთანხმება გაეროს სააგენტოსთან, რომელიც ჰუმანიტარულ დახმარებას უწევდა ღაზას, დასავლეთ სანაპიროსა და აღმოსავლეთ იერუსალიმს.

პალესტინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ვარსენ შაჰინი ამბობს, რომ პალესტინელები შეშფოთებული არიან ამ უკანონო გადაწყვეტილების გამო, რომელიც აუქმებს გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს პრივილეგიებსა და იმუნიტეტს და კრძალავს მის საქმიანობას პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მისი აზრით ამ კანონს არ აქვს იურიდიული ძალა.

ისრაელი აცხადებს, რომ გაეროს სააგენტოში „ჰამასის“  წევრებიც არიან. გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტო უარყოფს ბრალდებებს და აცხადებს, რომ ნეიტრალიტეტის შესანარჩუნებლად მიიღებს  შესაბამის ზომებს.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:29
spot_imgspot_img
Send this to a friend