მთავარიევროპაესპანეთიესპანეთში სტიქიის შედეგებს ებრძვიან

ესპანეთში სტიქიის შედეგებს ებრძვიან

აღმოსავლეთ ესპანეთს დამანგრეველი წყალდიდობა დაატყდა თავს, დაიღუპა 200-ზე მეტი ადამიანი. ამ დრომდე გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები, რომლებშიც ჩართული არიან მოქალაქეები, მოხალისეები ჯარისკაცები და პოლიციელები.

ვალენსიასთან ახლოს მდებარე ქალაქ ალდაიაში მოხალისეებმა მოაწყვეს საკვების განაწილებისა და სამედიცინო  პუნქტები. ბევრი მოქალაქე თვლის, რომ ხელისუფლება მათ დასახმარებლად არაფერს აკეთებს.

Alberto Saiz/Copyright 2024 The AP. All rights reserved

ალდაიის მცხოვრები ანა ისაბელ სომენო ამბობს, რომ ქუჩა სავსე იყო ტალახითა და  ერთმანეთზე მიწყობილი მანქანებით. აქაურობა  თავად ამ ქუჩის მცხოვრებლებმა გაწმინდეს. მათ  მაგიდაც გაშალეს და მოხალისეებს ყავასაც სთავაზობდნენ.

ესპანეთში არ არის უჩვეულო საგაზაფხულო შტორმები, რომლებმაც, შესაძლოა, წყალდიდობაც გამოიწვიოს. თუმცა ბოლოს განვითარებულმა მოვლენებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

ვალენსიაში ვითარება ჯერ კიდევ უკიდურესად მძიმეა.

Alberto Saiz/Copyright 2024 The AP. All rights reserved

რკინიგზის 90-კილომეტრიანი მონაკვეთი თითქმის სრულად განადგურებულია და შესაძლოა თვეები დასჭირდეს,  სანამ ადგილობრივები ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდებიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend