მთავარიამერიკააშშაშშ პრეზიდენტს ირჩევს - ევროკავშირში შედეგებს ელიან

აშშ პრეზიდენტს ირჩევს – ევროკავშირში შედეგებს ელიან

ევროპის დედაქალაქებში აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის ვინაობის გაგებას ელიან.

ევრონიუსის კორესპონდენტები ათენიდან, ბერლინიდან, ბუდაპეშტიდან, ლისაბონიდან, მადრიდიდან, პარიზიდან და რომიდან ჰყვებიან, თუ რას მოელიან სხვადასხვა ევროპული ქვეყნის მოქალაქეები აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებიდან, რომელი კანდიდატის გამარჯვების იმედი აქვთ და რას ფიქრობენ იმის თაობაზე, თუ როგორ გავლენას იქონიებს შედეგები მათი ქვეყნების შიდა პოლიტიკაზე.

„საბერძნეთში ჩატარებულ ბოლოდროინდელ გამოკითხვაზე დაყრდნობით, 10-დან 6 ბერძენი ფიქრობს, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში კამალა ჰარისი გაიმარჯვებს. მოქალაქეთა 46% მიიჩნევს, რომ აშშ-ის პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტი ქვეყნის პირველი ქალი პრეზიდენტიც გახდება. კვლევის თანახმად, მოქალაქეების 32% ფიქრობს, რომ დონალდ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდება. რაც შეეხება საბერძნეთის ინტერესებს, მოქალაქეთა უმრავლესობა თვლის, რომ კამალა ჰარისი უფრო ახლოსაა მათთან, კერძოდ – 30%. ხოლო, გამოკითხულთა მხოლოდ 10% ფიქრობს, რომ დონალდ ტრამპი უფრო სასურველი იქნება”, – ამბობს გიორგოს დიმიტროპულოსი.

„გერმანიისთვის ბევრი რამ წყდება აშშ-ის არჩევნებზე. გერმანელების ⅔-ს ურჩევია, რომ მომდევნო პრეზიდენტი კამალა ჰარისი გახდეს, უპირატესობას ტრამპს კი მხოლოდ 12% ანიჭებს. ეს 12% ასევე ამბობს, რომ ხმას მისცემდა პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის”. შედეგის მიუხედავად მოსალოდნელია, რომ აშშ საკუთარ ინტერესებზე ფოკუსირებას არჩევს, რამაც შეიძლება სერიოზული გავლენა იქონიოს ნატოზე”, – ამბობს ლივ სტრაუდი ბერლინიდან.

„უნგრეთის მთავრობამ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები შიდა პოლიტიკურ საკითხად აქცია. მომავალი წლის ბიუჯეტის გამოცხადებაც კი გადადო იმ მოტივით, რომ თუ დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს, უკრაინაში მშვიდობა იქნება. მშვიდობა კი საომარი პერიოდისგან განსხვავებულ ბიუჯეტს მოითხოვს. ვიქტორ ორბანი იყო ერთ-ერთი პირველი უცხოელი ლიდერი, ვინც დონალდ ტრამპს ჯერ კიდევ 2016 წელს დაუჭირა მხარი და დღემდე ასე აგრძელებს. გამოკითხვები მოწმობს, რომ მისი ამომრჩევლები ტრამპის მხარდამჭერები არიან. მათ 75%-ს სურს ტრამპის გამარჯვება, ხოლო ჰარისის მხოლოდ 1%-ს. რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს, მხოლოდ ულტრამემარჯვენე „ჩვენი ქვეყნის პარტიის” ამომრჩევლები უჭერენ მხარს დონალდ ტრამპს. სხვა ოპოზიციური ძალების ამომრჩევლები დემოკრატიულ საპრეზიდენტო კანდიდატს ამჯობინებენ”, – ამბობს ადამ მაგიარი.

,,ამ არჩევნებში პორტუგალიელები რომ აძლევდნენ ხმას, კამალა ჰარისი აშშ-ის პრეზიდენტი გახდებოდა. ,,ინტერკამპუსის” კვლევის თანახმად, 70% დემოკრატ კანდიდატს უჭერს მხარს. გამოკითხვებზე დაყრდნობით, პორტუგალია მსოფლიოში მესამე ქვეყანაა, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ კამალა გაიმარჯვებს. მხოლოდ 28% ამბობს, რომ დარწმუნებულია დონალდ ტრამპის წარმატებაში. რაც შეეხება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების გავლენას ადგილობრივ პოლიტიკაზე  – 65% მიიჩნევს, რომ შედეგები გავლენას მოახდენს ეკონომიკაზე, სოციალურ პროგრესსა და პორტუგალიაში სამხედრო კონფლიქტების მართვაზე”, – ამბობს ჯოანა მურაო კარვალიო ლისაბონიდან.

„„ფრანკლინის ინსტიტუტის” ანგარიში ცხადყოფს, რომ ესპანელების 75%-ის აზრით, კამალა ჰარისის გამარჯვება ესპანეთისთვის უკეთესი იქნება, ვიდრე დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნება. 10-დან 6 ესპანელი ფიქრობს, რომ დემოკრატი კანდიდატის გამარჯვება მეტად სავარაუდოა. ამავდროულად, სოციალისტურმა მთავრობამ ღიად გამოუცხადა საკუთარი მხარდაჭერა კამალა ჰარისს, თუმცა სახალხო პარტია 5 ნოემბერს ელოდება”, – ამბობს კრისტინა თუქერი.

„საფრანგეთში ამერიკის არჩევნები დიდ ინტერესს იწვევს. YouGov-ის გამოკითხვის თანახმად, ყოველი მეორე ფრანგი რამდენიმე კვირაა ადევნებს თვალს საპრეზიდენტო კამპანიას. მათი ნახევარზე მეტი პარიზში მცხოვრები მამაკაცია. გამოკითხულთა 55% კი კამალა ჰარისს უჭერს მხარს.  ყოველი მეხუთე ფრანგი ამბობს, რომ ხმას დონალდ ტრამპს მისცემდა. და ბოლოს, ყოველი მესამე ფრანგი ფიქრობს, რომ კამალა ჰარისი საუკეთესო კანდიდატია უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტების გადასაწყვეტად. მხოლოდ 22% მიიჩნევს, რომ საუკეთესო საგარეო პოლიტიკა ტრამპს ექნება”, – ამბობს სოფია ხაცენკოვა პარიზიდან.

„იტალიელები ყურადღებით აკვირდებიან ამ არჩევნებს და გრძნობენ, რომ სასწორზე ბევრი რამ დევს. ეს არჩევნები მხოლოდ შეერთებული შტატების მომავალს არ განსაზღვრავს. ამჟამინდელი გეოპოლიტიკური ლანდშაფტის გათვალისწინებით, დაწყებული უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტებიდან და დამთავრებული ჩინეთის როლით, ეს არჩევნები გავლენას მოახდენს გლობალურ წესრიგსა და ევროპაზე. იტალიაში YouTrend-ის მიერ გამოქვეყნებული ბოლო გამოკითხვის თანახმად, იტალიელთა უმრავლესობა შეერთებული შტატების ახალ პრეზიდენტად კამალა ჰარისს აირჩევდა, 78% მხარს უჭერს დემოკრატ კანდიდატს, ხოლო დონალდ ტრამპს – 22%. ეს შედეგები ასახავს იმას, თუ რას ფიქრობს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე იმ ადამიანების უმრავლესობა, ვისაც ჩვენ აქ, იტალიის დედაქალაქის ქუჩებში ვესაუბრეთ”, – ამბობს ჯორჯია ორლანდი რომიდან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend