მთავარიმსოფლიოევროპაავსტრიის ახლადარჩეულ ულტრამემარჯვენე ხელისუფლებას ვიქტორ ორბანი ესტუმრა

ავსტრიის ახლადარჩეულ ულტრამემარჯვენე ხელისუფლებას ვიქტორ ორბანი ესტუმრა

საერთაშორისო თუ ადგილობრივი კრიტიკის მიუხედავად, ავსტრიის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ვალტერ როზენკრანცმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს უმასპინძლა.

მას შემდეგ, რაც ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიის“ ლიდერი ხელისუფლებაში მოვიდა, მან პირველად  გამართა ოფიციალური შეხვედრა  ვენაში.

სხვა ავსტრიულმა პარტიებმა, მათ შორის „მწვანეებმა“ და „სოციალ-დემოკრატებმა“, ორბანთთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს. ოპოზიციური პარტიების განცხადებით, უნგრეთის ლიდერი არღვევს დემოკრატიულ ღირებულებებსა და გამოხატვის თავისუფლებას.

ავსტრიის საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე „თავისუფლების პარტიამ“ გაიმარჯა. წინასაარჩევნო კამპანიისას მათ საცხოვრებლისა და ჯანდაცვის პრობლემებზე გაამახვილეს ყურადღება. ხშირ შემთხვევაში ისინი მიგრანტებს ადანაშაულებდნენ.

„თავისუფლების პარტია“ და ორბანის „ფიდესის“ პარტია ევროპარლამენტში არსებული ულტრამემარჯვენე გაერთიანების „პატრიოტები ევროპისთვის“ დამფუძნებლები არიან. გაერთიანება ევროპარლამენტში ახლა სიდიდით მესამეა.

პარტია „პატრიოტები ევროპისთვის“ ეწინააღმდეგება უკრაინის სამხედრო დახმარების მიწოდებას და ეჭვქვეშ აყენებს რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციების ეფექტურობას, ევროინტეგრაციის პროცესსა და ევროკავშირის ინსტიტუტების უფლებამოსილებას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend