მთავარიევროპარუსეთიაშშ: რუსეთის კურსკის რეგიონში 8000 ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცია განლაგებული

აშშ: რუსეთის კურსკის რეგიონში 8000 ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცია განლაგებული

ბაიდენის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ დაახლოებით 8000 ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცი ამჟამად კურსკში იმყოფება, რათა  დაეხმარონ რუსეთს უკრაინელ სამხედროებთან ბრძოლაში.

მოსკოვმა და ფხენიანმა გასული თვეების განმავლობაში გააფართოვეს სამხედრო თანამშრომლობა. კიევი დიდი ხანია ადანაშაულებს ჩრდილოეთ კორეას, რომ რუსეთს შეიარაღებასა და საბრძოლო მასალას აწვდის. მიმდინარე წელს ორმა ქვეყანამ თავდაცვის ერთობლივ პაკეტსაც მოაწერა ხელი.

გაეროში აშშ-ის ელჩის მოადგილის რობერტ ვუდის აზრით,  რუსეთის ქმედებები ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით არა მხოლოდ საშიშია, არამედ არღვევს მისი,  როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის ვალდებულებას. მოსკოვის სამხედრო თანამშრომლობა ფხენიანთან ეწინააღმდეგება გაეროს უშიშროების საბჭოს მრავალ რეზოლუციას, რომლებიც კრძალავს ჩრდილოეთ კორეისთვის იარაღის შეძენას, ასევე სამხედრო წვრთნების გამართვას.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცები უკვე კურსკის რეგიონში არიან, თუმცა საბრძოლო მოქმედებში ჯერ არ ჩართულან.

ჩრდილოეთ კორეის ნაბიჯმა, რომელიც რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავებას ისახავს მიზნად, მთელ მსოფლიოში გამოიწვია შეშფოთება, რადგან ფიქრობენ, რომ ამას შესაძლოა ომის მასშტაბის გაფართოება მოჰყვეს.

საერთაშორისო საზოგადოებას ასევე აინტერესებს, რომელი ახალი სამხედრო ტექნოლოგიები შეიძლება მიიღოს ფხენიანმა რუსეთისგან სამხედროების განლაგების სანაცვლოდ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend