ესპანეთში, სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული წყალდიდობით გამოწვეული მსხვერპლის გამო.
წყალდიდობა ვალენსიის რეგიონში 29 ოქტომბერს დაიწყო, ამ დრომდე სტიქიას 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ დაღუპულთა რაოდენობა უფრო გაიზრდება.
წყალდიდობამ დაანგრია და დააზიანა სახლები, გზები, ხიდები, ელექტროგადამცემი ხაზები და სხვა ინფრასტრუქტურა. მეტეოროლოგების ინფორმაციით, 29 ოქტომბერს ღამით, ვალენსიის ზოგიერთ რაიონში მხოლოდ რვა საათში მოვიდა ნალექის წლიური ნორმა. კოკისპირულ წვიმას თან ახლდა ძლიერი ქარი.
ევრონიუს ჯორჯია ესაუბრა, ვალენსიასა და ბარსელონაში მცხოვრებ ქართველებს.