კატეგორიები

ესპანეთში წყალდიდობაა – გარდაცვლილია ათობით ადამიანი

ესპანეთში წყალდიდობაა – გარდაცვლილია ათობით ადამიანი
ესპანეთის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონში განგაშის წითელი დონეა გამოცხადებული.

ქვეყანაში წყალდიდობას 52 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათი რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს. კოკისპირული წვიმისა და სეტყვის შედეგად დატბორილია გზები, შეფერხებით მუშაობს რკინიგზა.

განსაკუთრებით რთული ვითარებაა ვალენსიის რეგიონში. რეგიონის მმართველი ამბობს, რომ ამ დროისთვის შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რა მასშტაბის მსხვერპლი მოჰყვა ბუნებრივ კატასტროფას.

ცენტრალურმა მთავრობამ კი კრიზისის კომიტეტის სხდომა მოიწვია. განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ ქვეყნის საგანგებო სამსახურები ასობით სამხედრო მოსამსახურესთან ერთად.

დაკავშირებული ამბები
კორუფციული სკანდალები ესპანეთში და პრემიერის განმარტებები მადრიდი ანტისამთავრობო და სოციალურმა საპროტესტო ტალღამ მოიცვა
სხვა ამბები