კატეგორიები

ლიეტუვაში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

ლიეტუვაში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს
ლიეტუველები დღეს ქვეყნის საპარლამენტო არჩევნების მეორე და საბოლოო ტურში მიიღებენ მონაწილეობას.

ბოლო ინფორმაციით, კონსერვატორული მმართველი პარტია კვლავ რბოლაში რჩება, მიუხედავად პირველ ტურში მემარცხენე ოპოზიციის მიღწევებისა.

კორონავირუსის პანდემიის დროს მკაცრმა ზომებმა, პოლიტიკურმა სკანდალებმა და მეზობელი ბელარუსიდან წამოსული მიგრანტების ნაკადმა მთავრობის პოპულარობა შეამცირა, რომელიც ხელისუფლებაში 2020 წელს მოვიდა.

ლიეტუვაში, რომელიც დასავლეთით რუსეთს ესაზღვრება, ხოლო აღმოსავლეთით ბელარუსს, არჩევნები იმ ვითარებაში მიმდინარეობს, როცა რუსეთის ომი უკრაინაში ბალტიის რეგიონში აძლიერებს შიშს მოსკოვის განზრახვების მიმართ. არჩევნების შედეგები მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში განსაზღვრავს პოლიტიკურ ტონს ლიეტუვაში.

დაკავშირებული ამბები
კატარი ირანის იერიშზე პასუხით იმუქრება, ანკარა - თეირანსა და ვაშინგტონს შორის შუამავლობას განაგრძობს დონალდ ტრამპის თქმით, არ გეგმავს ირანში აშშ-ის სახმელეთო ჯარების გაგზავნას
სხვა ამბები