კატეგორიები

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დრონების გამოყენებით უკრაინის დედაქალაქზე იერიში მიიტანეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დრონების გამოყენებით უკრაინის დედაქალაქზე იერიში მიიტანეს
უკრაინის დედაქალაქ კიევში, რუსების მიერ 25 სართულიან საცხოვრებელ კორპუსზე მიტანილი იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და კიდევ ხუთი დაიჭრა.

შემთხვევის ადგილზე თავდასხმის შედეგად გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად  სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებული.

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო აბობს, რომ მეხანძრეებმა ხანძრის ჩაქრობა მოახერხეს თუმცა სამძებრო და სამაშველო სამუშაოები გაგრძელდა. ერთ-ერთი დაშავებული საავადმყოფოში გადაყვანილი.

ამასთან ადგილზე მოუწყო პირველადი დახმარების კარავი. უკრაინის საგანგებო სამსახურში აცხადებენ, რომ თავდასხმის შედეგად კორპუსში რამდენიმე ბინა დაზიანდა, ადგილიდან გაიყვანეს 100-მდე მაცხოვრებელი. ადგილობრივი მედია აცხადებს, რომ თავდასხმამდე კიევსა და უკრაინის სხვა რეგიონებში საჰაერო განგაშის სიგნალი ისმოდა

დაკავშირებული ამბები
Wildberries-ის წინააღმდეგ კამპანიის შემდეგ უკრაინამ ყურადღება Ozon-ისკენ გადაიტანა ვოლოდიმირ ზელენსკი პარტნიორებს მოუწოდებს უკრაინას „პეტრიოტების“ რაკეტები მიაწოდონ
სხვა ამბები