მთავარიაზიაღაზაისრაელმა ღაზაში იერიში მიიტანა ერთ-ერთ სკოლაზე, რომელიც დევნილთა თავშესაფრად გამოიყენებოდა

ისრაელმა ღაზაში იერიში მიიტანა ერთ-ერთ სკოლაზე, რომელიც დევნილთა თავშესაფრად გამოიყენებოდა

ისრაელმა ღაზაში იერიში მიიტანა   ერთ-ერთ სკოლაზე, რომელიც  დევნილთა თავშესაფრად გამოიყენებოდა. თავდასხმას 17 ადამიანი ემსხვერპლა. პალესტინელი ექიმების ინფორმაციით, დაღუპულთა უმრავლესობა ქალი და ბავშვია.

საავადმყოფოს  ჩანაწერები ადასტურებს, რომ დაღუპულთა შორის სამი ქალი და 18 წლამდე ასაკის 13 ბავშვია. ისრაელის სამხედროები აცხადებენ, რომ მათი სამიზნე იყო „ჰამასი“, რომლის მებრძოლები ამ სკოლას აფარებდნენ თავს, თუმცა ამის არანაირი მტკიცებულება არ წარუდგენიათ.

ისრაელმა გასული თვეების განმავლობაში თავშესაფრად გადაკეთებულ სკოლებზე შვიდჯერ მიიტანა იერიში. ისრაელელთა მტკიცებით, ისინი თავს ესხმიან მებრძოლებს, რომლებიც მშვიდობიან მოსახლეობაში იმალებიან. თუმცა მსგავს შეტევას ხშირად ქალები და ბავშვები ეწირებიან.

ისრაელმა ღაზაზე იერიში მას შემდეგ მიიტანა,  რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ „ჰამასის“ ეფექტურად დაშლით ისრაელმა, ფაქტობრივად, მიაღწია თავის მიზანს. მისი თქმით,  მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში უნდა განახლებულიყო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend