მთავარიმსოფლიოაშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა დაადასტურა, რომ ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცები რუსეთში იმყოფებიან

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა დაადასტურა, რომ ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცები რუსეთში იმყოფებიან

გუშინ, 23 ოქტომბერს, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა საჯაროდ დაადასტურა, რომ ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცები რუსეთში იმყოფებიან.

„ვაგრძელებთ დაკვირვებას. ჩვენ გვაქვს იმის მტკიცებულება, რომ  ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცები რუსეთში არიან. ჯერ კიდევ გასარკვევია, რას აკეთებენ იქ. ბევრი რამ არის, რაც უნდა დავალაგოთ. ამის შესახებ მოგვიანებით განვაცხადებთ“, – ამბობს ლოიდ ოსტინი.

მანამდე,  რამდენიმე საათით ადრე, უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსმა კირილ ბუდანოვმა, განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ქვედანაყოფები, სავარაუდოდ, 23 ოქტომბერს ჩავიდოდნენ კურსკის რეგიონში, სადაც ისინი რუსებს უკრაინელების შეტევების მოგერიებაში დაეხმარებოდნენ. მისი ვარაუდით, 11 000 ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცი პირველი ნოემბრისთვის სრულ საბრძოლო მზადყოფნაში იქნება.

„ამ დროისთვის, რუსეთში დამატებით 1500 ჯარისკაცი გაგზავნეს და დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის ტერიტორიაზე ამჟამად სულ 3000 ჯარისკაცი იმყოფება. 10 000 ჯარისკაცის გაგზავნა დეკემბრისთვის იგეგმება“, – აცხადებს პარკ სუნვონი, კანონმდებელი.

კიევში აცხადებენ, რომ ცოცხალი ძალის სანაცვლოდ რუსეთი ჩრდილოეთ კორეას სანქციების თავიდან არიდებასა და ბირთვული ტექნოლოგიისა და წყალქვეშა სარაკეტო სისტემის განვითარებაში ეხმარება.

სამხრეთ კორეის დაზვერვის სამსახურის უფროსის თქმით,  3000 ჯარისკაცი უკვე გაემგზავრა რუსეთში  და იქ დრონების გამოყენებაზე წვრთნებს გადის. თუმცა ვოლოდიმირ ზელენსკი ამტკიცებს, რომ ჯარისკაცები უკვე რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არიან განლაგებული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend