„როდესაც ეს სპორტი შემიყვარდა, ქართველი ჩემპიონები არ გვყავდა. ახლა კი გვყავს მერაბ დვალიშვილი და ილია თოფურია. ყოველთვის მინდოდა, ჩემი ქვეყნის სახელი საერთაშორისო ასპარეზზე გამეტანა. ამის გაკეთება გრეპლინგში შევძელი, იმედია, ეს MMA-შიც გამომივა“.
2023 წლის გრეპლინგის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ამ და სხვა თემების შესახებ გრეპლინგის მსოფლიო ჩემპიონი ალექსანდრე თევზაძე „ევრონიუს ჯორჯიას“ პირდაპირ ეთერში ესაუბრა.