მთავარიევროპარუსეთი„კენჭს ვიყრი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში" - იულია ნავალნაია

„კენჭს ვიყრი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში” – იულია ნავალნაია

იულია ნავალნაიამ პირობა დადო, რომ დაუპირისპირდება პუტინის რეჟიმს და კენჭს იყრის საპრეზიდენტო არჩევნებში. მან განაცხადა, რომ აპირებს რუსეთში დაბრუნებას.

ალექსეი ნავალნის დაკავებისა და ციმბირის ციხეში მისი გარდაცვალების შემდეგ იულია რუსეთში აღარ დაბრუნებულა. თუმცა ახლა აპირებს, რომ როდესაც „სწორი დრო მოვა”, ქვეყანაში დაბრუნდეს და საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.

„ჩემი მიზანია ქვეყანაში ცვლილებების გატარება. თუ რუსეთში დავბრუნდები, საპრეზიდენტო არჩევნებში ვიყრი კენჭს“, – განაცხადა ნავალნაიამ BBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

თუმცა ის ამბობს, რომ რუსეთში მისი დაბრუნება პუტინის რეჟიმის პირობებში შეუძლებელია. კითხვაზე, ხედავს თუ არა ახლო მომავალში სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობას, ასე პასუხობს: „სანამ პუტინია ხელისუფლებაში, რა თქმა უნდა, არა, სამწუხაროდ“.

ალექსეი ნავალნი, პუტინის მთავარ ოპონენტად წოდებული პოლიტიკოსი, რუსეთის არქტიკული სასჯელაღსრულების კოლონიაში 2024 წლის თებერვალში გარდაიცვალა.

მისი გარდაცვალებიდან მალევე მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ ნავალნაიას დაპატიმრების ბრძანება გასცა „ექსტრემისტულ საზოგადოებაში მონაწილეობისთვის“.

ნავალნაია იმ დროს საზღვარგარეთ ცხოვრობდა, შესაბამისად, დაპატიმრებას გადაურჩა. თუმცა, ის ამ დრომდე რჩება რუსეთის „ტერორისტებისა და ექსტრემისტების“ სიაში.

ახლა იულია ნავალნაია ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ორგანიზაციას და ის კრემლის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე კრიტიკოსია.

„ჩემი პოლიტიკური ოპონენტი ვლადიმერ პუტინია. მე კი, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მისი რეჟიმი რაც შეიძლება მალე დაემხოს. ასევე მინდა, რომ პუტინმა სასჯელი მოიხადოს ისეთივე პირობებში, როგორშიც ალექსეი იყო”, – განაცხადა იულია ნავალნაიამ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend