მთავარიმსოფლიოომის დასრულების იმედი ახლო აღმოსავლეთში

ომის დასრულების იმედი ახლო აღმოსავლეთში

ჰამასის“ ლიდერის ლიკვიდაციამ ახლო აღმოსავლეთში იმის იმედი გააჩინა, რომ ომი შესაძლოა მალე დასრულდეს…

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ, მართალია, სინვარის ლიკვიდაციით ომი არ სრულდება, თუმცა ამ მიმართულებით წინ დიდი ნაბიჯი აქვთ გადადგმული…. დასავლელი ლიდერებიც ამას აღნიშნავენ. აშშ-ის პრეზიდენტის პირველი კომენტარიც მსგავსი შინაარსის იყო:

 „ნეთანიაჰუს ვუთხარი, რომ ნამდვილად კმაყოფილები ვართ მისი ქმედებებით და უფრო მეტიც. ახლა დროა, წინ წავიდეთ და ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის საკითხი განვიხილოთ. ჩვენ წინ იმ მიმართულებით უნდა ვიაროთ, რომ მსოფლიო უკეთესი გავხადოთ. დროა, ეს ომი დასრულდეს და მძევლები სახლში დავაბრუნოთ“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ბრიტანულ ანალიტიკურ ცენტრ Chatham House-ში აცხადებენ, რომ იაჰია სინვარის სიკვდილს იგივე მნიშვნელობა აქვს, როგორის  აშშ-ის მხრიდან ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციას ჰქონდა.

რადგან სინვარი ის პირი იყო, რომელმაც დაგეგმა და განახორციელა 7 ოქტომბრის თავდასხმა ისრაელზე. მისი მოშორებით ისრაელის სტრატეგიული მიზნები, ფაქტობრივად, უკვე მიღწეულია.

სინვარის ლიკვიდაცია გაზრდის ცეცხლის შეწყვეტის შანსებს, რადგან ისრაელის უმთავრესი მიზანი – გამოცხადებული და რეალური – იყო „ჰამასის“ ხელმძღვანელობისა და სამხედრო შესაძლებლობების განადგურება. ასე რომ, „ჰამასის“ 24 ბატალიონიდან 23 დაშლილია. სამხედრო ლიდერთა უმრავლესობა აღარ არის ცოცხალი. სინვარის მკვლელობა ისრაელის არმიისთვის ალუბალია ტორტზე“, – ამბობს  ნომი ბარ-იაკოვი, Chatham House-ის ასოცირებული წევრი

საინტერესოა, რომ  ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულების  იმედი აქვს  ღაზის სექტორიდან დევნილ მოსახლეობასაც.

ისრელს აღარაფერი დარჩა გასაკეთებელი… ჯერ განაცხადეს, რომ „ჰამასის“ ლიდერი ალ დეიფი მოკლეს, ახლა კი სინვარი… დახოცეს ჰანიეც და ნასრალაც. ომის გაგრძელების აღარანაირი მიზეზი აღარ აქვთ. სინვარის ამბავი რომ გავიგეთ, მართალია, შევწუხდით, მაგრამ თან გაგვიხარდა… ომი შეიძლება დასრულდეს. აი, მათ უკვე მიაღწიეს მიზანს… მეტი რა უნდათ?!“, – ამბობს პალესტინელი დევნილი უმ მოჰამმედი.

თუმცა ტერორისტული ორგანიზაცია „ჰეზბოლასთან“ მუქარა მაინც გაისმა. როგორც თავად აცხადებენ, ბრძოლის ახალ ფაზაზე გადადიან.

იმუქრება ირანიც. თუმცა თეირანის რიტორიკა აღარ არის ისეთი რადიკალური. გაეროში ირანის წარმომადგენლობა სოციალურ ქსელ იქსზე „ჰამასის“ სინვარის ლიკვიდირებას გამოეხმაურა:

“როდესაც მუსლიმანები უყურებენ ბრძოლის ველზე მდგარ მოწამე სინვარს  საბრძოლო ტანისამოსით, ყველას დასანახად და არა საფარში, მტრის პირისპირ,  წინააღმდეგობის სურვილი ძლიერდება. ის გახდება მაგალითი ახალგაზრდებისა და ბავშვებისთვის, რომლებიც გააგრძელებენ ბრძოლას პალესტინის გასათავისუფლებლად. სანამ არის აგრესია, წინააღმდეგობაც გაგრძელდება, რადგან მოწამე შთაგონების წყაროდ რჩება“.

ამ დროისათვის საბრძოლო მოქმედებები ისევ გრძელდება. როგორც ცნობილია, მიმდინარე თვის დასაწყისში ისრაელმა „ჰეზბოლასთან“ ომში ახალი ფრონტი გახსნა, გააძლიერა საჰაერო იერიშები ლიბანში და წამოიწყო სახმელეთო ოპერაცია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend