მთავარიევროპაუკრაინაუკრაინაში დაარბიეს ტაძარი, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს გამოეყო

უკრაინაში დაარბიეს ტაძარი, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს გამოეყო

უკრაინის ქალაქ ჩერკასში მდებარე სვიატომიხაილოვსკის საკათედრო ტაძარში ნიღბიანი პირები შეიჭრნენ და ეკლესია დაარბიეს, იქ შეკრებილ მრევლს კი ფიზიკურად გაუსწორდნენ.

უკრაინული მედიის ცნობით, დარბევაში დაახლოებით 100 თავდამსხმელი მონაწილეობდა, რომლებმაც ცრემლსადენი გაზი და წიწაკის „სპრეი“ გამოიყენეს. ადგილობრივი მედიასაშუალებების გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ტაძარში შეჭრილმა პირებმა დაამტვრიეს სალოცავის კარები და ფანჯრები, ასევე, იქ შეკრებილთა მისამართით სხვადასხვა საგანს ისროდნენ.

ჯერჯერობით უცნობია თავდამსხმელთა ზუსტი ვინაობა, თუმცა უკრაინული მედიაგამოცემების ცნობით, ისინი მოსკოვის საპატრიარქოს მხარდამჭერები არიან. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, მათ წინ მოსკოვის საპატრიარქოს მხარდამჭერი მიტროპოლიტი თეოდოსი მიუძღოდა. შემთხვევის ადგილზე კიევის ოლქის საპოლიციო ძალები არიან მობილიზებული.

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, კიევმა მოსკოვის საპატრიარქოსგან ავტოკეფალია გამოაცხადა. ქალაქ ჩერკასში დარბეული ტაძარი სწორედ კიევის საპატრიარქოს მმართველობის ქვეშაა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend