მთავარიკულტურა31 წლის ასაკში გარდაიცვალა ინგლისელი მომღერალი ლიამ პეინი

31 წლის ასაკში გარდაიცვალა ინგლისელი მომღერალი ლიამ პეინი

ბრიტანული ბენდის One Direction-ის წევრი ლიამ პეინი 31 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინგლისელი მომღერალი 16 ოქტომბერს არგენტინის დედაქალაქში ბუენოს აირესში მესამე სართულიდან, აივნიდან გადავარდა.

ადგილობრივი სამართალდამცველების ინფორმაციით,   მას მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა. იგი ადგილზევე დაიღუპა.

ბუენოს-აირესში სასტუმროსთან ლიამის თაყვანისმცემლები შეიკრიბნენ და ადგილზე მომღერლის სურათები და ყვავილები მიიტანეს. მათ ლიამისა და One Direction-ის სიმღერები შეასრულეს.

„სრულიად განადგურებული ვარ. ის ჩემი ბავშვობის ნაწილია. მისი და One Direction-ის მუსიკით გავიზარდე. ბავშვობაში მე და ჩემმა საუკეთესო მეგობარმა მათი წყალობით ბევრი რამ განვიცადეთ. ხშირად ვუსმენდით მათ. მის კონცერტზე ვაპირებდი წასვლას. თუმცა კონცერტი გაუქმდა. მაშინ ძალიან დამწყდა გული.  ახლა მხოლოდ იმას ვიხსენებ, რამხელა სიამოვნებას მანიჭებდა მისი მუსიკა. აქ ყოფნა ძალიან რთულია,  მაგრამ აუცილებლად უნდა მოვსულიყავი,” – ამბობს ლიამის თაყვანისმცემელი არიანა ფრუტოსი

გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელის ალბერტო კრესენტის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. გამოძიების დასრულებამდე საზოგადოებისთვის ინფორმაცია არ იქნება გასაჯაროებული.

გასულ წლებში ლიამ პეინს ალკოჰოლიზმთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, თუმცა მრავალთვიანი მკურნალობის შემდეგ იგი საბოლოოდ გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ თავად მომღერალი იუთუბზე გავრცელებულ ვიდეოში საუბრობდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend