მთავარიევროპასაფრანგეთიპარიზის ღვთისმშობლის ტაძარი 2024 წლის 8 დეკემბერს გაიხსნება

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი 2024 წლის 8 დეკემბერს გაიხსნება

სატვირთო მანქანამ ახლად დამზადებული ნივთები ღვთისმშობლის ტაძრის რეკონსტრუქციის ადგილზე მიიტანა. პარიზის ღირსშესანიშნაობის ხელახალი გახსნა უახლოეს პერიოდში იგეგმება.

2019 წლის აპრილში საკათედრო ტაძარი  ხანძრის შედეგად ძლიერ  დაზიანდა, ჩამოინგრა სახურავიც.

,,როდესაც სვეტი ვერტიკალურად ჩამოინგრა, მან ცენტრალური საკურთხეველი მთლიანად გაანადგურა.  უნდა დაპროექტებულიყო ახალი საკურთხეველი ისე, რომ სხვა საჭირო ელემენტებთან შესაბამისობაში ყოფილიყო. ერთი ნაწილის ხელახლა შექმნა მოგვიწია. აუცილებელი იყო,  ის ერთიანობა, რომელიც ადრე იყო, არ დარღვეულიყო” – განაცხადა ღვთისმშობლის ტაძრის პრორექტორმა, უილიამ ნორმანდმა.

ჩამოტანილ კომპლექტში შედის საკურთხეველი, კათედრა, სავარძლები, ამბო, კარავი და ნათლობისთვის აუცილებელი ნივთები.

მათი დამზადება ფრანგ მოქანდაკესა და დიზაინერს გუილაუმე ბარდე  დაევალა.

,,რა თქმა უნდა, ჩვენ, ვითვალისწინებთ ყველას, როგორც  კათოლიკეებს, ისე სხვა ვიზიტორებსაც, სხვადასხვა რელიგიის აღმსარებელსა და ყველა იმ ადამიანს,   რომლებიც ჩამოდიან მთელი მსოფლიოდან.

ავეჯმა თავისი სათქმელი უნდა თქვას.  მოსანათლი ადგილი, საკურთხეველი და ამბიონი ისეთ ადგილას უნდა იყოს განთავსებული, რომ კათოლიკეებს მათი პოვნა არ გაუჭირდეთ.  სხვებიც უნდა მიხვდნენ, რომ აქ საუბარია სულიერებასა და სიწმინდეზე“ – განაცხადა მოქანდაკემ გუილაუმე ბარდემ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend