მთავარიმსოფლიოევროპაევროკავშირში მიგრაციასთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრის გზებზე მსჯელობენ

ევროკავშირში მიგრაციასთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრის გზებზე მსჯელობენ

ევროკავშირის ქვეყნები მიგრაციასთან დაკავშირებულ პოლიტიკას განიხილავენ. ეს საკითხი ევროკომისიის დღის წესრიგშიც დგას.

დედაქალაქებში დაგზავნილ წერილში ურსულა ფონ დერ ლაიენმა მთავრობებს შესთავაზა, დააჩქარონ დეპორტაციები და მესამე ქვეყნებში მიგრანტთა დაკავების ცენტრები დროულად გახსნან.

ევროკომისიის პრეზიდენტი ეთანხმება 15 წევრ ქვეყანას, რომლებიც  თავშესაფრის მაძიებლების მესამე, უსაფრთხო ქვეყნებში გადაყვანას მოითხოვენ. 17-მა ქვეყანამ განაცხადა, რომ უნდა დაჩქარდეს იმ მოქალაქეების დეპორტაციაც, რომელთა თავშესაფრის მოთხოვნაც არ არის დაკმაყოფილებული.

ევროპის მიგრაციისა პოლიტიკის ანალიტიკოსის ჰელენა ჰანის თქმით, მთავარი პრობლემა ისაა, რამდენად შეძლებენ ქვეყნები იმ პარტნიორების მოძიებას, რომლებიც მზად იქნებიან  ე.წ. დაკავების ცენტრების გასახსნელად. იგი ასევე დასძენს, რომ  წესებს უნდა დაემორჩილონ ის ქვეყნებიც, საიდანაც მიგრანტები მოდიან და ისინიც, სადაც მათ უწევთ გადასვლა.

საფრანგეთში შინაგან საქმეთა ახალ მინისტრს, რომლისთვისაც მიგრაცია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა, საბუთების არმქონე მიგრანტების პრობლემის ერთი ხელის მოსმით გადაჭრა სურს.

პოლონეთში არალეგალურ მიგრაციასთან საბრძოლველად დონალდ ტუსკი თავშესაფრის უფლების დროებით და ნაწილობრივ შეჩერებას განიხილავს.

რუსეთსა და ბელარუსს ბრალს სდებენ, რომ ისინი მიგრანტებს ევროკავშირში გადასვლაში ეხმარებიან.

იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მკვლევრის დავიდე კოლომბის თქმით,  ეს ძალიან პრობლემური საკითხია. თავშესაფრის უფლება ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც არ შეიძლება შეჩერდეს  პოლიტიკური კრიზისის დროსაც კი. ის დაცულია ევროკავშირის კანონმდებლობით, საერთაშორისო სამართლისა და პოლონეთის კონსტიტუციით. დავიდე კოლომბი ამბობს, რომ ეს არ არის მიგრაციასთან დაკავშირებული პრობლემა, ეს უფრო კანონის საკითხია.

მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთი და იტალია ცალკე იდგნენ თავიანთი მკაცრი მიგრაციის პოლიტიკის გამო, ახლა, როგორც ჩანს, წევრი ქვეყნებიც უერთდებიან მათ და  ამ მიმართულებით დგამენ პირველ ნაბიჯებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend