კატეგორიები

„უკრაინაში ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცებიც იბრძვიან” – ვოლოდიმირ ზელენსკი

„უკრაინაში ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცებიც იბრძვიან” – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა რუსეთს არა მხოლოდ იარაღს აწვდის, არამედ ბრძოლის ველზე სამხედროებსაც აგზავნის.

მან პარტნიორებს უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებისკენ მოუწოდა, რადგან თვლის, რომ ამ ფონზე უკრაინას ფრონტზე მეტი მხარდაჭერა სჭირდება.

უკრაინის ლიდერი მიიჩნევს, რომ  აგრესორზე ზეწოლის გაძლიერება მნიშვნელოვანია. ეს კი შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენების ნებართვის გაცემასა და უკრაინული სამხედროს ძალებისთვის მეტ მომარაგებაზეა დამოკიდებული. მისივე განმარტებით,  ოკუპანტ ქვეყანაზე მსგავსი ზეწოლა უფრო ფართომასშტაბიანი ომის თავიდან ასაცილებლადაა საჭირო.

ბოლო დღეების განმავლობაში „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ უკრაინაში უკვე იბრძვიან ჩრდილოეთ კორეის სამხედროები. ამასთან, რამდენიმე ათასი ჩრდილოკორეელი სამხედრო რუსეთში გადის მომზადებას და, სავარაუდოდ, მომავალში მათ ფრონტის ხაზზე გააგზავნიან.

„ჩვენ ვხედავთ, როგორ იზრდება კავშირი რუსეთსა და ისეთ რეჟიმს შორის, როგორიცაა ჩრდილოეთი კორეა. ჩვენ მხოლოდ იარაღის მიწოდებაზე აღარ ვსაუბრობთ. ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები ოკუპანტი ქვეყნის სამხედროების გვერდით იბრძვიან. ცხადია, რომ ასეთ პირობებში ჩვენი ურთიერთობები პარტნიორებთან უფრო უნდა განვითარდეს. უკრაინას ფრონტზე მეტი მხარდაჭერა სჭირდება”, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

გასულ კვირას ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის რამდენიმე ქვეყნის ლიდერს შეხვდა. შეხვედრებზე მთავარი თემა კი, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდა იყო.

Related news
უკრაინის საკითხზე ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ხელშესახები შედეგის გარეშე დასრულდა კიევში უპასუხეს რუსეთის ბრალდებებს უკრაინისთვის ბირთვული არსენალის გადაცემის შესახებ
სხვა ამბები