კატეგორიები

“დონალდ ტრამპი შვიდჯერ ესაუბრა პუტინს ” – გამომძიებელი ჟურნალისტი

“დონალდ ტრამპი შვიდჯერ ესაუბრა პუტინს ” – გამომძიებელი ჟურნალისტი
ამერიკელმა გამომძიებელმა ჟურნალისტმა, ბობ ვუდვარდმა თავის წიგნში „ომი“ თქვა, რომ დონალდ ტრამპს პრეზიდენტის პოსტის დატოვების შემდეგ ვლადიმერ პუტინთან შვიდი სატელეფონო საუბარი ჰქონდა.

წიგნში ნათქვამია, რომ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტს კოვიდ-19-ის ტესტები გაუგზავნა. ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა უარყო ბრალდებები და ბობ ვუდვარდს ცუდი მეზღაპრე უწოდა.

გამომძიებელი ჟურნალისტი, ბობ ვუდვარდი – AP

ამიკელი ჟურნალისტის ამ ბრალდებებს გამოეხმაურა დემოკრატების ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი.

“იმის ნაცვლად, რომ დონალდ ტრამპი რეიგანივით წინ აღუდგეს რუსეთსა და მის ექსპანსიას, მან უთხრა მოსკოვს – რა ჯანდაბაც გინდათ, ის გაუკეთეთ ჩვენს მოკავშირეს და ისინიც შეიჭრნენ უკრაინაში. დღეს კი ვიგებთ, რომ თურმე ის შვიდჯერ ტელეფონით პირადად ესაუბრა პუტინს. გარანტიას გაძლევთ, რომ მე და კამალა ჰარისი არ ვართ სწრაფ სატელეფონო კავშირზე დიქტატორებთან”, – ამბობს ტიმ ვოლცი, დემოკრატიული პარტიის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ტრამპსა და ჟურნალისტს შორის დაპირისპირება მოხდა.

2021 წელს აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ვუდვარდს ტრამპთან ინტერვიუს დროს გაჟღერებული ფრაზების გამოყენებისთვის უჩივლა. მაშინ დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ვუდვარდისთვის ამის უფლება არ მიუცია.

Related news
„პრეზიდენტი არაფერს იგონებს“ - თეთრის სახლის პრესსპიკერი მედიის კითხვებს პასუხობს „ირანში ომი მალე დასრულდება” - დონალდ ტრამპი
სხვა ამბები