კატეგორიები

მედიცინის დარგში ნობელის პრემია მიენიჭათ ამერიკელ მეცნიერებს MicroRNA-ს აღმოჩენისთვის

მედიცინის დარგში ნობელის პრემია მიენიჭათ ამერიკელ მეცნიერებს MicroRNA-ს აღმოჩენისთვის

მედიცინის დარგში ნობელის პრემია მიენიჭათ ამერიკელ მეცნიერებს, ვიქტორ ამბროსსა და გარი რუვკუნს, MicroRNA-ს აღმოჩენისთვის. ეს არის გენეტიკური მასალის პაწაწინა ნაწილაკები, რომლებიც ცვლის გენების მუშაობას უჯრედულ დონეზე.

ნობელის ასამბლეამ განაცხადა, რომ მათი აღმოჩენა „მნიშვნელოვანია ცოცხალი ორგანიზმების განვითარებისა და ფუნქციონირებისთვის“.

დოქტორი კლერ ფლეტჩერი, ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის მოლეკულური ონკოლოგიის ლექტორი, ამბობს, რომ MicroRNA-მ სასიკეთოდ შეცვალა მეცნიერთა მიდგომები ისეთი დაავადების  სამკურნალოდ, მაგალითად, როგორიცაა კიბო.

ნობელის პრემიის მფლობელი მშვიდობის დარგში 10 ოქტომბერს გახდება ცნობილი, ეკონომიკის დარგში კი 14 ოქტომბერს.

დაკავშირებული ამბები
კრემლი საზღვარგარეთ რუსი ოპოზიციონერების მკვლელობას გეგმავდა - აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ტრამპის თქმით, რუსეთი და უკრაინა ერთმანეთის ენერგოინფრასტრუქტურას „აღარ შეუტევენ“
სხვა ამბები