კატეგორიები

საოკუპაციო ძალებმა ხარკივი დაბომბეს

საოკუპაციო ძალებმა ხარკივი დაბომბეს
უკრაინაში ქალაქი ხარკივი რუსულმა ძალებმა დაბომბეს. ავიაიერიშის შედეგად დაშავდა 10 ადამიანი, მათ შორისაა 3 წლის ბავშვი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ხარკივის მერის იგორ ტერეხოვის განცხადებით, მოსახლეობა გაიყვანეს იმ საცხოვრებელი კორპუსიდან, რომელსაც მართვადმა ავიაბომბმა დაარტყა.

ევაკუაცია შეეხო ასევე მიმდებარე კორპუსების მცხოვრებლებს, რომელთა ბინები აფეთქების შედეგად დაზიანდა.

ხარკივის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა კი განაცხადა, რომ დანგრეული კორპუსის ნანგრევების ქვეშ შესაძლოა ადამიანები იყვნენ მოყოლილი.

ადგილზე მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსულმა ჯარებმა უკრაინის ტერიტორიაზე „სუ-34“ ტიპის ორი მრავალფუნქციური გამანადგურებლის გამოყენებით ხუთი მართვადი ბომბი გაუშვა.

Related news
რუსულმა ძალებმა სლოვიანსკა და დნიპროზე სარაკეტო იერიშები მიიტანეს უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის ბრიანსკის რეგიონში მიკროელექტრონიკის ქარხანაზე მიიტანეს იერიში
სხვა ამბები