მთავარიევროპაესპანეთიესპანეთში აღმოაჩინეს დინოზავრის სახეობა, რომელიც 73 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა

ესპანეთში აღმოაჩინეს დინოზავრის სახეობა, რომელიც 73 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა

2007 წელს მადრიდი-ლევანტეს ჩქაროსნული სარკინიგზო ხაზის მშენებლობის დროს აღმოაჩინეს გიგანტური არსების ნამარხები. კუნკასაურა პინტიქუინესტრა არის დინოზავრის ახალი სახეობის სახელი, რომელიც პირენეის ნახევარკუნძულზე 73 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა.

„ჩვენ ვიცით, რომ ეს დინოზავრი კუენკაში ცხოვრობდა და ამ ტერიტორიაზე მოკვდა. ის, ალბათ, მიეკუთვნებოდა იმ საუროპოდების ჯგუფს, რომელიც ევროპისა და აზიის ტერიტორიის ბინადრობდნენ და კონტინენტებს შორისაც მოგზაურობდნენ ჯოგებად“, – ამბობს პედრო მოჩო, პალეონტოლოგი.

ახალი სახეობა მიეკუთვნება საუროპოდების ჯგუფს, რომელშიც დიდი ბალახისმჭამელი დინოზავრები შედიან, გრძელი კისრითა და გრძელი კუდით. ნაპოვნი ნიმუშებიდან შესაძლებელი გახდა ხერხემლის კუდის, მენჯისა და კიდურების ელემენტების შეგროვება.

კუნკასაურა პინტიქუინესტრას ძვლის ნაშთები გამოფენილია კასტილა ლა მანჩას პალეონტოლოგიის მუზეუმში GBE-UNED

„ჩვენ ვსაუბრობთ სახეობაზე, რომლის სიგრძე დაახლოებით 15 მეტრი იქნებოდა, წონა კი სავარაუდოდ 10 ტონა და სიმაღლე კი 3 მეტრი. თუმცა საუროპოდების ჯიშის დინოზავრებს ბევრად დიდი ზომების მიღწევაც შეეძლოთ“, – ამბობს პედრო მოჩო, პალეონტოლოგი.

ვარაუდობენ, რომ ამ სახეობის წარმომადგენლები კონტინენტებს შორისაც კი გადაადგილდებოდნენ.

„აზიიდან ევროპაში ეს სახეობა დიდი ალბათობით გადაშენების ბოლო პერიოდში დასახლდა და მათი სახეობისთვის დამახასიათებელ ფიზიკურ პირობებს ვერ მიაღწია. ცხოველთა ჯიშების ასეთი მიგრირება კი ძველი ცარცული პერიოდის დროს ზღვის დონის მატებასა და კლებასთან არის დაკავშირებული. როდესაც ზღვის დონე ეცემოდა, შესაძლებელი იყო სხვადასხვა ტერიტორია ერთმანეთს დაჰკავშირებოდა და შესაბამისად, ცხოველები ახალ მიწებზე გადაადგილდებოდნენ“, -ამბობს პედრო მოჩო, პალეონტოლოგი.

დინოზავრის ჩონჩხის ნაწილი ახლა კუენკაში, კასტილა ლა მანჩას პალეონტოლოგიის მუზეუმშია გამოფენილი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend