„ცვლილებებს ქალების ხმა აქვს“ – ამ სახელწოდების კამპანია დაიწყო გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, რომლის მიზანი პოლიტიკაში ქალების მონაწილეობაზე ცნობიერების ამაღლებაა.
კამპანია ნამდვილი ისტორიებით შექმნილ კონტენტს – საინტერესო ფაქტებსა და მონაცემებს, ძველი და ახალი თაობის პოლიტიკოსი და აქტივისტი ქალების გამოცდილებებს აერთიანებს. იგი მიზნად ისახავს, წარმოაჩინოს წვლილი, რომელიც პოლიტიკოსმა და საზოგადო მოღვაწე ქალებმა საქართველოს განვითარებასა და კეთილდღეობაში XIX საუკუნიდან შეიტანეს.
ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის ანალიტიკოსმა, ნათია წიქვაძემ ისაუბრა.