გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უწყების პრესმდივნის, ლიზ თროსელის, განცხადებით, ისრაელსა და „ჰეზბოლას” შორის კონფლიქტის გაღრმავებამ შესაძლოა მშვიდობიან მოქალაქეებში მსხვერპლი გამოიწვიოს, ხოლო ახლო აღმოსავლეთის რეგიონზე უარყოფითად იმოქმედოს.
„ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კატასტროფის პოტენციალი“ – ასე აფასებს გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უწყების პრესმდივანი ლიზ თროსელი ისრაელის მხრიდან ლიბანში სახმელეთო ოპერაციის დაწყებას.
30 ოქტომბრიდან ისრაელის არმიამ დაიწყო ლიბანში „ჰეზბოლას” წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაცია, რომელიც მიზნად „ჰეზბოლას” განადგურებას ისახავს.
ლიზ თროსელმა მოუწოდა ყველა მხარეს, რომ გააკეთონ ყველაფერი მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლისა და მათი სახლების დასაცავად, ისე, როგორც ამას საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი მოითხოვს.