კატეგორიები

აშშ ახლო აღმოსავლეთში საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებს აძლიერებს

აშშ ახლო აღმოსავლეთში საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებს აძლიერებს
აშშ ახლო აღმოსავლეთში საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებს აძლიერებს. პენტაგონის გადაწყვეტილებით, სამხედრო დანაყოფები მზადყოფნაში იქნებიან, რათა საჭიროების შემთხვევაში მოხდეს მათო გაგზავნა რეგიონში.

ამასთან, თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა კვირას გასცა ბრძანება, რომ ავიამზიდი USS Abraham Lincoln-ს და მის არსენალში მყოფი გამანადგურებლები დარჩნენ რეგიონში.

ეს ბრძანება გაიცა რამდენიმე დღის შემდეგ, რაც USS Harry S. Truman-ის გადამზიდავმა დამრტყმელმა ჯგუფმა დატოვა პორტი ვირჯინიაში და ახლო აღმოსავლეთისკენ გაემართა.

შეერთებულმა შტატებმა ეს ნაბიჯები გადადგა მას შემდეგ, რაც ისრაელის ძალებმა ლიბანში „ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა მოკლეს, ამან კი რეგიონში ვითარება უფრო დაძაბა და ფართომასშტაბიანი ომის მოლოდინები გააჩინა.

Related news
„აღარ შეიძლება ენდო იმას, რასაც ხედავ ან გესმის“ - ექსპერტები კიბერთავდასხმების ზრდას ელიან აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ „კუბისთვისაც მოიცლის“
სხვა ამბები