კატეგორიები

რუსეთში „მართლმადიდებლური WhatsApp” ამუშავდება

რუსეთში „მართლმადიდებლური WhatsApp” ამუშავდება

რუსეთში მალე „მართლმადიდებლური WhatsApp” გამოვა – ინფორმაციას ამის შესახებ The Moscow Times ავრცელებს.

აპლიკაცია, რომელსაც Zosima ერქმევა, მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, დაუკავშირდნენ ადგილობრივ ეკლესიებსა და სასულიერო პირებს, ასევე განახორციელონ შემოწირულებები.

პროექტის ავტორის ალექსეი აგალოვის თქმით, მომხმარებლებს აპლიკაციის საშუალებით ეკლესიის გვერდების შექმნა, შემოწირულებების შეგროვება და ტექსტური შეტყობინებების სხვა მომხმარებლებისთვის გაგზავნა შეეძლებათ.

2017 წელს რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ გამოუშვა აპლიკაცია, რომელმაც 130 000-ზე მეტი მომხმარებელი დაუკავშირა 15 000-ზე მეტ ეკლესიას. ახალი აპლიკაცია კი დაგეგმილია, რომ 2024 წლის ნოემბერში გამოვა.

დაკავშირებული ამბები
კიევმა ფრონტის ხაზიდან ასობით კილომეტრით დაშორებულ რუსულ ენერგოობიექტებს დაარტყა რუსეთი უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მასირებულ შეტევებს აგრძელებს
სხვა ამბები